Accentnews.ge
კალაძე – უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე: "ყველა თავმოყვარე ქვეყანა ასე მოიქცეოდა"

კალაძე – უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე: "ყველა თავმოყვარე ქვეყანა ასე მოიქცეოდა"

25/05/2020 12:44:27 საგარეო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთის გამოწვევის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ყველა თავმოყვარე ქვეყანა ასე მოიქცეოდა".

„უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მათი მხრიდან მიღებული კონკრეტული ადამიანის დანიშნვასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღალი თანამდებობაა თუ მოგონილი... ადამიანი რომელიც სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი და მისჯილი აქვს სასჯელი, უბრალოდ, მინიმუმ, უხერხულობას უნდა უქმნიდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეული საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს მივიდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოს ელჩის თბილისში კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესახებ ცნობილი 8 მაისს გახდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნვას მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S