Accentnews.ge
ზურაბიშვილი: „ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად უნდა მოვემზადოთ“

ზურაბიშვილი: „ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად უნდა მოვემზადოთ“

26/05/2020 07:33:33 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ახალი COVID-19 დამარცხებული არაა და სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის ახალი ბალანსის პოვნა დაგვჭირდება. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 102 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებულმა ეპიდვითარებამ არ უნდა მოგვადუნოს.

„ჩვენ, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შევდივართ მეორე და შეიძლება ითქვას, უფრო რთულ ფაზაში. პირველ რიგში, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება დამარცხებული არ არის. ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის. დარჩენილი შეზღუდვების მოხსნისთანავე, შეიქმნება განწყობა, რომ საფრთხე გადავაგორეთ, ეს ასე არ არის. აწი ჩვენზე, ინდივიდუალურად და კოლექტიურად იქნება დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს და დავიცავთ თავს ახალი აფეთქებისა და მეორე ტალღისაგან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება უნდა მოემზადოს ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად:

„ასევე, უნდა მოვემზადოთ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად და გავხსოვდეს, რომ ეს მოითხოვს გამძლეობას, მოთმინებას და უფრო მეტ სოლიდარობას. ესეც ბრძოლის ნაწილია, რომელშიც ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ამ შემთხვევაში, დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ხელს შეუშლის ენერგიის მობილიზებას. ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდებლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭვქვეშ დაყენებას და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას და მაშასადამე, გადარჩენას ებრძვის. ასეთი მასშტაბის კრიზისების დროს, აუცილებელია გარკვეული დონის პოლიტიკური კონსოლიდაცია. ისიც აუცილებლდ უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ კრიზისში საზოგადოების დაუცველ ფენებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რადგან ასეთ დროს ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან. ჩვენი წარმატება ამ პირველ ბრძოლაში გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალურ გამოწვევასთან ომში, ცალ-ცალკე ვერავინ ვერ მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S