ოფიციალური ბერლინი –თბილისს: "დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. გერმანია თქვენს გვერდით დგას"

26-05-2020 12:41:16 საგარეო პოლიტიკა

ოფიციალური ბერლინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ქართველ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. გერმანია თქვენს გვერდით დგას, როგორც მეგობარი და პარტნიორი ამ გამოწვევებით აღსავსე დროს. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. მოუთმენლად ველოდები თქვენს ლამაზ ქვეყანაში კიდევ ერთხელ სტუმრობას“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი "ტვიტერში" პირად გვერდზე.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის აშშ–ის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ესპანეთის, ლატვიის, ლიეტუვას, ბელარუსის, უკრაინის, დიდი ბროტანეთის და პოლონეთის ლიდერებმაც მიულოცეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები