Accentnews.ge
„საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარისა და ჩვენი ხალხების სიბრძნის  მჯერა“

„საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარისა და ჩვენი ხალხების სიბრძნის მჯერა“

26/05/2020 14:58:48 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მის ქართველ კოლეგას და საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტი მისალოც წერილში აღნიშნავს, ის დიდად აფასებს ათასწლოვან ისტორიულ კავშირებსა და ამჟამინდელ მჭიდრო ურთიერთობებს საქართველოსა და უკრაინას შორის. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ საკუთარი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ამჟამინდელ რთულ პერიოდში საქართველომ და უკრაინამ უნდა განაგრძონ სოლიდარობისა და ურთიერთმხარდაჭერის დემონსტრირება.

"თქვენო აღმატებულებავ, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

დიდად ვაფასებ რა ათასწლოვან ისტორიულ კავშირებსა და ამჟამინდელ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის. მინდა განვაახლო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მყარი მხარდაჭერა. ასევე, თქვენს ქვეყანას ვუსურვო წარმატებული სვლა ევროკავშირსა და ნატოში სანუკვარი წევრობისაკენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S