ვოლსკი: "ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება"
26/05/2020 15:11:43 პოლიტიკა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას დამსახურებულად არ იღებს.
"ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება, ეს არის უფრო დახვეწილი ფორმა, ვიდრე აქამდე იყო - თითქოს, ეკლესია ისეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, დაუმსახურებლად იღებს რაიმე შეღავათს, რაც რეალობას არ წარმოადგენს. ეკლესიას აქვს თავისი როლი და ერთ-ერთი ფუნდამენტია სახელმწიფოს სიძლიერის", -განაცხადა ვოლსკიმ "TV პირველის" ეთერში.
ეკლესიის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა თქვა, რომ 25 მლნ ლარი მიზერული თანხაა და არ უნდა "დააყვედრონ". ამას წინ უსწრებდა ტყის კოდექსის მიღება, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას საშუალებას აძლევს, მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი ტყე საკუთრებად აქციოს.
მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსებას იღებს. გარდა ამისა, მათ მუნიციპალიტეტები ქონებას გადასცემენ ანდა მათი მოთხოვნის შესაბამისად აწყობენ ინფრასტრუქტურას.


