Accentnews.ge
მარგველაშვილი: „სააკაშვილის ასე რატომ გვეშინია, არ მესმის“

მარგველაშვილი: „სააკაშვილის ასე რატომ გვეშინია, არ მესმის“

26/05/2020 17:30:23 პოლიტიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ხელისუფლების მთავარი პრობლემა მიზნის არქონაა.

როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი მხოლოდ იმაზეა კონცენტრირებული, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ დაბრუნდეს.

მისთვის მარგველაშვილისთვის გაუგებარია, რატომ "ეშინია „ოცნებას“ მესამე პრეზიდენტის, რომელიც ხელისუფლებიდან თავად გაუშვა".

„ჩემი აზრით, ხელისუფლების პრობლემა მიზნის არქონაა. დღეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს საქართველოში. ჯერ ერთი, აქ იყო სააკაშვილი თავისი ჯარით, პოლიციით, „ნაციონალური მოძრაობით“ და ყველაფრით, ჩვენ ვიყავით ერთად ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ვინც სააკაშვილის გაუშვა ხელისუფლებიდან. რატომ გვეშინია ამ სააკაშვილის ასე - მე ბოლომდე არ მესმის. პარანოიის დანერგვის გარდა, იდეოლოგიურად „ქართულ ოცნებას“ რა აქვს მიცემული. ამ შემთხვევაში მიზნის არქონაა პრობლემა და საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც უამრავი გამოწვევები აქვს, ეს ფაქტიურად ჭაობში შესვლის და უკან ვერ ამოძრომის მდგომარეობაა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "ფორმულას" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S