Accentnews.ge
გახარია – პროდუქციის გაძვირებაზე: „ფასის დაფიქსირებას არავინ არავის დაპირებია“

გახარია – პროდუქციის გაძვირებაზე: „ფასის დაფიქსირებას არავინ არავის დაპირებია“

27/05/2020 09:11:08 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრო გიორგი გახარია ამბობს, რომ პროდუქტზე ფასის დაფიქსირებას „არავინ არავის დაპირებია“. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.

„პანდემია გლობალურია არა მხოლოდ ჯანმრთელობის კუთხით, არამედ არის ეკონომიკური გამოწვევა. მსოფლიო, ჩვენი მეზობლებ ამას ძალიან სწრაფად მიხვდნენ. ამის პირველი მესიჯები ჩვენთვისნის იყო, როდესაც ჩვენმა მეზობელმა ან ძირითადმა მომწოდებლებმა გადაკეტეს სასურსათო ბაზრები. ეს იყო ხორბალი, შაქარი, ბურღულეული და ა.შ. ეს იყო პერიოდი, როდესაც გარკვეული ქვეყნები პანიკის ნიშნების წინაშე იდგა. ამიტომ შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც ბატონი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. მან იმუშავა მსხვილ იმპორტიორებთან და ჩვენ ქვეყანაში 9 აუცილებელ პროდუქტზე მარაგები გავაკეთეთ, რომლებიც დღესაც გვაქვს. მათ საჭიროების შემთხვევაში ვიყენებდით. ახლა გმოვიდა ისე, რომ დღეს ასე თუ ისე ნორმალურად ვართ. გავაკეთეთ პროგრამა ცხრა ძირითად პროდუქტზე ფასის დაზღვევის. არ მინდა, ვინმეს სპეკულირების საშუალება მივცე – არავინ არავის დაპირებია ფასის დაფიქსირებას. ჩვენი დაპირება იყო, რაც შევასრულეთ, ფასების სპეკულატიური მერყეობა და რა თქმა უნდა, კურსთა შორის სხვაობის დაფიქსირება. შაერთაშორისო ბაზრებზე მაგალითად, შაქარსა და ფქვილზე საქართველოს ფასების დაზღვევა, უბრალოდ, შეუძლებელია. ჩვენი ძირითადი ამოცანა ჩვენი შიდა რისკების დაზღვევა იყო“,– განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S