Accentnews.ge
„რომ შევადაროთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჯანდაცვის სისტემა იანვარში და როგორ მდგომარეობაშია დღეს, ეს არის ცა და დედამიწა“

„რომ შევადაროთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჯანდაცვის სისტემა იანვარში და როგორ მდგომარეობაშია დღეს, ეს არის ცა და დედამიწა“

27/05/2020 09:21:06 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, ეფექტურად მართოს რამდენიმე ასეული ინფიცირებული.

„ჩვენ რომ შევადაროთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჯანდაცვის სისტემა იანვარში, როდესაც ეპიდემიის პირველი რისკები გამოჩნდა და როგორ მდგომარეობაშია დღეს, ეს არის ცა და დედამიწა: დღეს ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, ეფექტურად მართოს რამდენიმე ასეული ინფიცირებული. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადავარჩინოთ, არამედ იმისთვის, როგორ ეფექტურად შევძლებთ ეკონომიკის გახსნას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, გლობალური კონკურენცია განვითარდება სწორედ ამ სივრცეში, ეკონომიკურ სივრცეში და საბოლოო გამარჯვებულები პანდემიასთან ბრძოლაში იქნებიან ქვეყნები, რომლებიც შეძლებენ როგორც ჯანმრთელობის დაცვას თავიანთი მოქალაქეების, ასევე ეკონომიკის აღორძინებას.

„ამიტომ, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელობა აქვს, როგორ იფუნქციონირებს ჯანდაცვის სისტემა“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემის მუშაობაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს.

ამასთან, პრემიერმა ტესტირაბაზეც ისაუბრა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ოქროს სტანდარტით „პისიარ“ ტესტირება უტარდება დღეში 2500-მდე ადამიანს და უახლოეს მომავალში ამ ციფრის 3000 გაზრდა იგეგმება.

„რაც შეეხება ტესტირების ნაწილს, ერთხელ და სამუდამოდ მინდა, ეს თემა დავხურო. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელიც პანდემიას ებრძვის, რომლის რესურსებიც არის საკმაოდ შეზღუდული, ტესტირების თემა ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემა. ეს ახლა სხვა თემაა, ჩვენი პოლიტიკური კულტურის თემაა, ამას არ მინდა შევეხო. მსოფლიოში არსებობს ერთადერთი ოქრის სტანდარტი, ეს არის „პისიარ“ ტესტირება. დღეს ღმერთმა ისე ქნა, რომ ქვეყანაში არც თუ ისე ძლიერი, მაგრამ საკმაოდ მყარი მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ლაბორატორიების ქსელი არსებობს, პირველ რიგში ეს გახლავთ ლუგარი. ეს გახლავთ ქუთაისისა და ბათუმის ლაბორატორიები, რომლებსაც შეუძლიათ „პისიარ“ ტესტირების ჩატარება უმაღლეს დონეზე. არ დაგვავიწყდეს, როდესაც ეპიდემიის პირველი შემთხვევები იყო საქართველოში, დღეში ტარდებოდა 72-75 „პისიარ“ ტესტირება. დღეს ტარდება 2500, უახლოეს პერიოდში ჩატარდება 3000. ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამის უწყებებს დავალება აქვთ მიღებული, რომ შემოდგომამდე, სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას შეეძლოს 10 000 „პისიარ“ ტესტის ჩატარება. ახლა ვისაც ეს ესმის, ის კარგად ხვდება რაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვართ ერთ-ერთ ქვეყანა, რომელმაც შეძლო ორგანიზებულად ათიათასობით თავისი მოქალაქის ჩამოყვანა სახელმწიფოს ხარჯზე უცხოეთის ქვეყნებიდან. ამას ჰქონდა თავისი საკარანტინო ინფრასტრუქტურა, ყველა ეს ადმიანი გადის ტექტსირებას, ამიტომ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, როდესაც გახსნაზე ვსაუბრობთ, ზოგიერთები მოგვიწოდებენ, რომ გავხსნათ ყველაფერი ერთად, რატომ გვაქვს დახურული ტრანსპორტი, მარტივად – ყველაფერი უნდა იყოს გონივრული და გეგმის შესაბამისად. ამ გეგმის მიხედვით, ვიდრე ქვეყანაში არ იქნება შესაძლებლობა, დღეში გარკვეული რაოდენობის ოქროს სტანდარტის ტესტის ჩატარება, ყველა სახის სწრაფი და ნაჩქარევი გახსნა არის ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვიქნებით ერთ-ერთ პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას და ეკონომიკის ამოქმედებას, აქ პარალელურად პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ამას მიყვება, როგორც ჯანდაცვის სისტემის მზაობა, ასევე ლაბორატორიული ქსელის მზაობა, ასევე კერძო ლაბორატორიების ფუნქციაც აქ არის უკიდურესად მნიშვნლეოვანი. ყველამ უნდა ვიცოდეთ, როდის და რა სახის გადაწყვეტილებები, ან განცხადებები უნდა გავაკეთოთ“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S