„საგნაგებო მდგომარეობის პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებზე სულ 94 მილიონი ლარი დაიხარჯა“
27/05/2020 09:27:39 პოლიტიკა
საგნაგებო მდგომარეობის პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებზე სულ 94 მილიონი ლარი დაიხარჯა,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
„ამ 94 მილიონი ლარიდან 90% გამოყენებული იყო მხოლოდ კოვიდთან და ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნებით. რა თქმა უნდა, ამ შესყიდვებთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ექნება შესაძლებელი, შეაფასოს ეფექტურობის ხარისხი, რომელშიც ჩვენ არანაირი ეჭვი არ გვეპარება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მომენტი, როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მოქმედებდა“,– განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის: კორუფციის მკვლევარების დაკვირვებით, რიგი სახემწიფო შესყიდვები „ქართული ოცნების“ შემომწირვებელთან გაფორმდა, ასევე დაფიქსირდა არაგონივრული ხარჯები, რაც კორუფციის ეჭვებს აჩენს.


