
გახარია: „ჩვენ ამ ჯარიმების გაუქმებისკენ ვერავის მოვუწოდებთ“
27/05/2020 13:02:22 სამართალი
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმება შემდგომი მის ეფექტურობას გაანეიტრალებს, ამიტომ მთავრობა ჯარიმების ჩამოწერის რეკომენდაციით არ გამოვა. მეორეს მხრივ, გახარია აღნიშნავს, რომ ჯარიმების ნაწილი გადასახედია და ეს საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივაა.
„ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შემაკავებელი ინსტრუმენტი იყო და ჩვენ ეს ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეკომენდაციებმა ეფექტირად არ იმუშავა. მოქალაქეებმა, რომლებმაც სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა დაარღვიეს, იყო 9 000. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის, ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. ამიტომ, აღმასრულ;ებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს უნდა გვესმოდეს, რადგან შემდეგში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა უბრალოდ არ იმუშავებს. მესმის, ჯარიმების გარკვეული ნაწილი შემდგომისთვის გადასახედია და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა ასევე მესმის, რომ ეს საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივაა და ჩვენ ვერანაირ მითითებას ვერ მივცემთ პარლამენტს“,– განაცხადა გახარიამ პარლამენტში.
იხილეთ ასევე: საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პოლიციამ 22 590 000 ლარის ჯარიმები გამოწერა