გახარია – რატიანს: „სახელმწიფო საერთოდ ხომ არ გავაუქმოთ?“
27/05/2020 13:28:44 პოლიტიკა
„ბატონო სერგო, სახელმწიფო საერთოდ ხომ არ გავაუქმოთ?“,– ასე უპასუხა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ სერგო რატიანის რჩევებს საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით.
„დღეს საქართველო საგადასახადო დატვირთვით მსოფლიოში ერთ–ერთი მოწინავე ქვეყანაა: საქართველოში დღეს გადასახადი იმდენად მცირეა, რომ გადასახადების შემდგომ შემცრებას არანაირი რეალური ზემოქმედება ბიზნესზე არ აქვს. ხომ ხვდებით, რომ ფისკალური ღონისძიებები, რასაც თქვენ გვთავაზობთ: გავაუქმოთ საშემოსავლო გადასახადი სამუდამოდ, შევამციროთ ქონების გადასახადი...კრიზისის პერიოდში ბიუჯეტის ხარჯები იზრდება. ყველა ის ღონისძიება, რომელიც ჩენ ბიზნესის კონკრეტული მიზნობრივი დახმარებისთვის მივიღეთ, მიმართულია იქითკენ, რომ ბიზნესს ლიკვიდობა დავუმატოთ. რასაც თქვენ გვთავაზობთ, არის დემაგოგია, ჰაერში გასროლილი დაპირება“,– განაცხადა გახარიამ.


