Accentnews.ge
გახარია – ოპონენტებს: „ალბათ, თქვენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი“

გახარია – ოპონენტებს: „ალბათ, თქვენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი“

27/05/2020 14:01:18 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სადღეისოდ საქართველო ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასე უპასუხა გახარიამ კითხვას, მთავრობამ პანდემიის პირობებში ბიუროკრატიული ხარჯები 300 მილიონზე მეტით რატომ არ შეამცირა.

გახარიამ აღნიშა, რომ თემა პოლიტიკური თვალსაზრისით კარგია და ოპონენტების ადგილას თავადაც ასე მოიქცეოდა, თუმცა მის უკან შინაარსი არაა.

„დღეს საქართველო ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. იყო ერთი პერიოდი, როდესაც პირველ ადგილზეც ვიყავით. საერთაშორისო საფინანსო ორგანიაციები, მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კატეგორიულად გვეუბნება...კრიზისი რომ არ ყოფილიყო, ამ 300 მილიონსაც ვერ ჩამოვაჭრიდით: შემდგომი შემცირება ამ ხარჯების პირდაპირპროპორციულია და დამოკიდებულია ბიუროკრატიის ხარისხზე. შეიძლება, ვიდაოთ რაოდენობაზე, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე ბიუროკრატიული ხარჯებით საქართველო დღეს მეორე ადგილზეა. შესაბამისად, ამას რა დავარქვა, არ ვიცი. პოლირტიკური მოტოვი გავიგე... კარგი თემაა. ალბათ, თქვენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ ამის უკან შინაარსი არ არის და საქმე ხომ არ უნდა გავაფუჭოთ?“,– განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S