გახარია – კანდელაკს: „ფული საიდან უნდა მოიტანოს? წყაროს თუ მეტყვის, სიამოვნებით გავაკეთებ“
27/05/2020 14:06:51 პოლიტიკა
ფული საიდან უნდა მოიტანოს?– ასე უპასუხა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპონენტების, მათ შორის გიორგი კანდელაკის კითხვას სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ოპონენტები დაინტერესდნენ, სოციალური დახმარება მთავრობამ ხელფასებს რატომ არ მიაბა. ასევე იყო რეკომენდაცია სოციალურად დაუცველებზე ერთჯერადად 520 ლარის გაცემის თაობაზე.
„ფული საიდან უნდა მოიტანოს? წყაროს თუ მეტყვის, ამას სიამოვნებით გავაკეთებ“,– აღნიშნა გახარიამ.


