"რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, რაზეც ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ და მოქალაქეებმა გაიარეს"
27/05/2020 14:18:38 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ და მოქალაქემ გაიარეს
„რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა ქვეყანამ გაიარა, მოქალაქემ გაიარა, არც მე და არც თქვენ. თქვენ იყავით ერთი მხრიდან, როლებიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდით, ახლა შევანჯღევთ და იქნებ როგორმე კონფლიქტი გაჩნდეს, ამას ცდილობდით, ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანდა. რეალურად მარტივი რაღაც მოხდა, ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა, ენდო მთავრობას და თქვა, რომ მე, ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დავიცავ და ეს წესები იყო სადღაც ორი მეტრი იყო, სადღაც უფრო მეტი. იყო ერთეული შემთხვევები, სადღაც მართლაც მოხდა რაღაც. ამ ყველაფერში მთავრი არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც არის ათასწლოვანი ისტორიის ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტი, შეიცვალა ისე, რომ ადამიანებს მოუწოდებდა იმას არა, რასაც მთავრობისთვის იქნებოდა კარგი, რომ სასულიერო მსახურება აღდგომის ღამეს არ აღვასრულოთ, ამას არ მოუწოდებდა, მოუწოდებდა ეს გავაკეთოთ, ოღონ დავიცვათ წესები. საბოლოო ჯამში მივიღეთ ქართული ეკლესიის სურათები მსოფლიოში, სადაც ადამიანები ლოცულობენ ორმეტრიანი დისტანციით. ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ ეპიდემიური აფეთქება არ მივიღეთ. მართალი რომ ვიყავით ეს გაიგეთ“, – მიმართა გიორგი გახარიამ ოპოზიციას.


