Accentnews.ge
გახარიამ covid–19–ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრა

გახარიამ covid–19–ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრა

27/05/2020 14:29:06 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რიგ შემთხვევებში კოორდინაციის პრობლემა გამოვლინდა:

„პრობლემა იყო უწყებათა შორის კოორდინაცია: ჯანდაცვა, მუნიციპალიტეტების დონე, განათლების სამინისტრო – ეს კოორდინაციის პრობლემა იყო არა თბილისის, არამედ რეგიონების დონეზე. ეს არის ის, რაც დასალაგებელი და გამოსასწორებელია. რა თქმა უნდა, პრობლემა დავინახეთ ლაბორატორიული ქსელების ნაწილში და ეს მხოლოდ covid–19–ს არ ეხება – ეს ყველაფერს ეხება და აქ სერიოზული ინვესტირებაა საჭირო. უახლოეს პერიოდში დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ პროგრანას წარმოადგენს და აქ სერიოზული ინვესტირება უნდა გავაკეთოთ. ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე საქართველოს შეეძლოს, დღეში 6 000–7 000 პისიარ–ტესტი ჩაატაროს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა და სისტემა: სწარაფი გამოვლენა, მკურნალობა და მართვა იყოს ეფექტური“,– განაცხადა გახარიამ .

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S