Accentnews.ge
გახარია: "განათლების სამინისტროს დავალებული აქვს, რომ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის თვალსაზრისით დაეხმაროს"

გახარია: "განათლების სამინისტროს დავალებული აქვს, რომ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის თვალსაზრისით დაეხმაროს"

27/05/2020 15:17:11 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავალებული აქვს, რომ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის თვალსაზრისით დაეხმაროს და ამ მხრივ პრობლემა არ შეიქმნას. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ეს დავალება განათლების სამინისტროს აქვს მიღებული. თითოეულ რექტორს აქვს დავალება, გადახდების ნაწილში მაქსიმალურად მოხერხებულები იყვნენ, რომ დავალიანების ტვირთი არ შეიმქნას და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ იქნება“,-განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S