Accentnews.ge
აფხაზეთმა გაერო-სგან COVID-19-თან საბრძოლველად დახმარების მეოთხე პარტია მიიღო

აფხაზეთმა გაერო-სგან COVID-19-თან საბრძოლველად დახმარების მეოთხე პარტია მიიღო

28/05/2020 11:10:22 კონფლიქტები

გაერო-ს განვითარების პროგრამამ ოკუპირებულ აფხაზეთს COVID-19-თან საბრძოლველად სამედიცინო და ჰოგიენური საშუალებების მეოთხე პარტია მიაწოდა.

ტვირთის ნაწილი, რომელიც 940 ერთეულ დამცავ კომბინიზონს, 920 სამედიცინო მოსასხამს, 900 წყვილ ხელთათმანს, 4500 ცალ სამედიცინო ქუდს, 1000 წყვილ ბაჰილებსა და ხელის 180 ლიტრ სადეზინფეციო ხსნარს მოიცავს, გუდაუთის სამხედრო ჰოსპიტალში მიიტანეს, სადაც კოვიდ-ინფიცირებულებს მკურნალობენ.

გარდა ამისა, მეოთხე პარტია მოიცავს რიგ მასალებსა და აღჭურვილობას აფხაზური საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებისთვის პროფილაქტიკური ჰიგიენური ზომების უზრუნველსაყოფად.

დახმარების საერთო ღორებულება 100 ათას დოლარს შეადგენს.

უახლოეს ხანებში კი აფხაზეთი გაერო-სგან დახმარების მეხუთე პარტიას მიიღებს, რომელიც ოკუპირებული რეგინის სხვადასხვა ქალაქების კლინიკებსა და პოლიკლინიკებზე გადანაწილდება.

  • ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიონში 28 კოვიდ-ინფიცირებულია გამოვლენილი. მათგან 15 გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: “ეს საუკეთესო მომენტია აფხაზეთთან ვაჭრობის კუთხით კორპორაციის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად”

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S