ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა
29/05/2020 08:39:40 პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შპს „ამბასადორ ბათუმს" ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 341 კვ. მ მიწის ნაკვეთი გადაეცა, რასაც პროტესტი საკრებულოს ოპოზიციისა და საზოგადოება „ბათომის" წევრების მხრიდან მოყვა.
საზოგადოება „ბათომის" წევრები „ქართული ოცნების" დეპუტატებს მოუწოდებნენ, საზოგადოებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება არ მიეღოთ. პროტესტის მიუხედავად საკითხს საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობა მხარი მაინც დაუჭირა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული კომპანია ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ოთხსართულიან სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრს ააშენებს, სამომავლოდ კომპანიას კი შენობის 15 სართულამდე გაზრდა სურს, რის გამოც დამატებით მიწის ნაკვეთს ბათუმის მერიისგან ითხოვს.
საკრებულოს უმრავლესობის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, 700 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ამასთან, ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი ბათუმის ბულვარის კონსერვაციას მოითხოვენ.


