Accentnews.ge
კომპენსაციების გაცემა დაიწყო

კომპენსაციების გაცემა დაიწყო

29/05/2020 10:29:49 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს დახმარების ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებისთვის თანხების გადარიცხვის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში ისაუბრა.

„მე დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომელიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო, დაიწყებოდა და დაიწყო: დღეის მდგომარეობით, 25 მაისის შემდეგ 72 175 ჩვენმა მოქალაქეზე დაიწყო 1200 ლარის სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების გაცემა, 52 152–მა თვითდასაქმებულმა უკვე კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით მიიღო“,– განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, სოციალური დახმარების ფარგლებში პირველადი დარიცხვები განხორციელდა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შშმ პირებისა და მოქალაქეებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000–მდეა.

გახარია ამბობს, რომ ჯამში დახმარება გაეწია 427 206 ადამიანს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S