გახარია – ოპოზიციაზე: "ქვეყანა უკეთესს იმსახურებს“

29-05-2020 14:38:58 პოლიტიკა

პრემიერი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება და „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების კითხვებს პასუხობს.

პრემიერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის კითხვის პასუხად, ბოლო რეპლიკა ზოგადად, ოპოზიციის შეფასებით დაასრულა და განაცხადა, რომ ქვეყანაში არაკომპეტენტური ოპოზიციაა.

„სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას კომპეტენცია არ ჰყოფნის და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა უკეთესს ოპოზიციას იმსახურებს“, - განაცხადა გახარიამ.

მანამე გახარიამ პარლამენტის თავმჯდომარეს რეგლამენტის მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა:

"1 დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და ყველა კითხვას, რომელიც დასმული იყო, პასუხი გავეცით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვედით, რადგან პატივს ვცემთ, კანონს, რეგლამენტს, ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. მერწმუნეთ, რომ ბევრად მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზუსტად 1 დღის წინ, 11 საათი ვიდექით ამ ტრიბუნასთან და დღესაც აქ ვდგავართ, მკაცრად დავიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას რომ ელემენტარულად ხალხზე უფრო მეტად ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვებს ვუპასუხოთ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები