Accentnews.ge
გახარია – გოცირიძეს: „წარსულში ცხოვრობთ და იქ დარჩებით“

გახარია – გოცირიძეს: „წარსულში ცხოვრობთ და იქ დარჩებით“

29/05/2020 10:55:29 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ენმ–ის წევრ რომან გოცირიძეს უთხრა, რომ ის წარსულში ცხოვრობს და იქ დარჩება. პრემიერის პასუხი გოცირიძის კითხვებს მოჰყვა.

"თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სიცრუე. თქვენ აქ მოგვაწოდეთ რაღაც დოკუმენტები. იცით თუ არა, რატომ გაათავისუფლეს თქვენი წინამორბედი კვირიკაშვილი? რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი? იმიტომ მოხსნა, რომ გაეროს მსოფლიო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე, მოსახლეობის ყველა კატეგორიაში. ბავშვთა სიღარიბე, პენსიონერთა სიღარიბე და საერთო სიღარიბე. ამის გამო მოხსნეს, ასე ამბობენ, სინამდვილეში სხვა რამის გამო მოხსნეს და თქვენც მოგხსნით მალე," - მიმართა პრემიერს გოცირიძემ.

„თქვენ ის კი არ გაინტერესებთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ იყოს პენსიონერების, ბავშვების სიღარიბე, რომელიც მართლა არის, თქვენ ის გაინტერესებთ, კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს - წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ“, - უპასუხა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S