Accentnews.ge
ინაშვილი  – მმართველ გუნდს: „გოიმობა ასეთი აზროვნებაა“

ინაშვილი  – მმართველ გუნდს: „გოიმობა ასეთი აზროვნებაა“

29/05/2020 11:24:03 პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ–ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის მისამართით რიტორიკა შეცვალოს. ამის შესახებ ინაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ–მინისტრი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

„ხელისუფლების და უმრავლესობის წარმომადგენლებს მოგიწოდებთ, მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ და ტერმინოლოგია, რომლითაც ბოლო დროს ოპოზიციას მოიხსენიებთ, შეცვალოთ. ხან საპარლამენტო დებატებს ცირკად მოიხსენიებთ, ხან პოლიტიკურ მასკარადად. პოლიტიკური კლასის დაყოფა გოიმებად და არაგოიმებად გადაწყვიტეთ. ვფიქრობ, ყველაზე დიდი გოიმობა ასეთი აზროვნება და ასეთი მიდგომაა“,– განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის: ოპოზიციას „გოიმი“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მოიხსენია, „მასკარადი“ კი კრიტიკას პრემიერმა უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S