Accentnews.ge
„მევახშეობა ამ უკიდურესი გაჭირვების ფონზე ერთ–ერთი მთავარი ბიზნესი გახდა“

„მევახშეობა ამ უკიდურესი გაჭირვების ფონზე ერთ–ერთი მთავარი ბიზნესი გახდა“

29/05/2020 11:42:47 პოლიტიკა

ენმ–ის წევრის, დეპუტატ გიგი წერეთლის განცახდებით, მმართველ გუნდს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით თავდაჯერებულობის საფუძველი არ აქვს, რთულ ვითარებაში ჩავარდნილი მოსახლეობა კი კონკრეტულ პასუხებს ითხოვს, როგორ დაეხმარება ხელისუფლება მათ.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, მევახშეობა ამ უკიდურესი გაჭირვების ფონზე ერთ–ერთი მთავარი ბიზნესი გახდა.

„ბატონო გიორგი [გახარია], თუ გადახედავთ ინტერნეტში განცხადებებს – მომსახურეობა, ბიზნესი თუ სხვა...მე ამას წინათ დავინტერესდი და შევხედე: უმეტესობა განცხადებების არის – გავასესხებ ფულს და პროცესნტები უზარმაზარია. ანუ, ეს ნიშნავს, რომ დღეს მევახშეობა ამ უკიდურესი გაჭირვების ფონზე ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ბიზნესი გახდა, რაც კიდევ უფრო დიდ ფინანსურ ორმოში ჩააგდებს მოსახლეობას“,– განაცხადა წერეთელმა პარლამენტში, სადაც პრემიერი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S