ხუნდაძე: „ტყუილია, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით იღუპებიან“
29/05/2020 12:33:32 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით არ იღუპებიან. ასე უპასუხა მან ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ქვეყანაში ბავშვთა სავალალო მდგომარეობას შეეხებოდა.
"ტერმინი, რომ შიმშილობის გამო საქართველოში ბავშვები იღუპებიან, არის ტყუილი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ არასრულფასოვან კვებაზე - ეს არის რეალობა და არა იმაზე, რომ ქვეყანაში არის შიმშილობა", - თქვა მან პარლამენტის ტრიბუნიდან.
ხუნდაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ბავშვთა მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა პრობლემები რჩება და ამ საკითხით ოპოზიცია საზოგადოებაზე მანიპულირებს.


