გახარიას თქმით, დახმარებას ის ადამიანებიც მიიღებენ, რომლებმაც შემოსავლის დაკარგვა ვერ დაასაბუთეს

29-05-2020 16:48:05 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო დაეხმარება იმ ადამიანებსაც, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, თუმცა ამის დასაბუთება ვერ მოახერხეს. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.

„თვითდასაქმებულების ან არაფორმალურად დასაქმებული ადამიანების ნაწილი მართლა შეიძლება, დაგვრჩეს [სახელმწიფო დახმარების გარეშე]. ეს ის ადამიანები იქნებიან, რომლებმაც მართლა დაკარგეს შემოსავალი, მაგრამ ვერ დაასაბუთეს. აქ, ამ დარბაზში ზოგიერთი კოლეგისგან ისეთი საინტერესო წინადადება მოვისმინე, მართლა მომეწონა. [...]

გარწმუნებთ, ყველას, ამ ხალხსაც მივეხმარებით. ამ დახმარებას რომ გავაკეთებთ, ზუსტად გაგახსენებთ იმ წინადადებებს, რომლებსაც თქვენ აქ გვეუბნებოდით. ერთი თქვენი საინტერესო წინადადება იყო, რომელიც უკიდურებას მომეწონა – გამოვიყენებთ“,– განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები