გახარიამ ოპოზიციას „სასოწარკვეთილი“ და „დეგრადირებული“ უწოდა

29-05-2020 18:57:34 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციას „არაკომპეტენტური“ და „დეგრადირებული“ უწოდა. განცხადება მან პარლამენტში გააკეთა.

„ადამიანები ელოდნენ, რომ დღეს ვისაუბრებდით ეპიდემიაზე, ეკონომიკაზე, კიდევ ბევრ რაღაცაზე. დღეს ეს კითხვები ყველას დაავიწყდა, ყველა გადავიდა პლიტიკური განცხადებების რეჟიმში. ყველას გვესმის, რომ ეს პარლამენტია, პოლიტიკური პროცესი დაწყებულია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმყოფება, ერთდროულად რამოდენიმე ფრონტზე იბრძვის – დღეს რვა ინფიცირებული გყვავს – გლობალურ კონკურენციში ყველას გვესმის, ხვალ და ზეგ უამრავი გამოწვევა გვექნებ, ამ პირობებში ერთმანეთზე რაღაცეების დაბრალება...რთულია. უმძიმესი საყურებელია და არა მხოლოდ ჩემთვის, კომპეტენციისგან, შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს“,პ– განაცხადა გახარიამ.

გახარიას კომენტარს დეპუტატ თინა პოკუჩავას პროტესტი მოჰყვა დარბაზიდან, გახარიამ კი განაცხადა, რომ ეს მისი სიტყვების კიდევ ერთი დასტურია.

მოგვიანებით დეპუტატმა განაცხადა, რომ გახარიამ საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატებს მპარლამენტში მისვლა დააყვედრა, ოპოზიციას „დეგრადირებული“ უწოდა, „აფრქვია სიძულვილის ენა“, თუმცა არ უპასუხა მთავარი კითხვისთვის, საქართველოს მოქალაქე კრიზისს როგორ დაძლევს.

ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ „ეს უახლოესი 6 თვე უკიდურესად რთული იქნება ეპიდემიის, ეკონომიკური გამოწვევების და არჩევნების თვალსაზრისით“.

„როდესაც ადამიანები, ობიექტური შინაარსიანი ოპონირების ნაცვლად, იქცევიან, როგორც ინსტიქტებით მართულნი, ემოციებით გაბრაზებული და შემდგომ ამას ყველაფერს ეძახიან ევროპულ შინაარსობრივ ოპონირებას, სამწუხაროდ ეს ის პირობებია, რომელშიც ჩვენ მოგვიწევს უახლოესი 6 თვე მუშაობა.

იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქის სიბრძნეში, თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, ბევრად უფრო შინაარსობრივი და ბევრად უფრო კომპეტენტური“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები