Accentnews.ge
სოხუმში ორი “კრიმინალური ავტორიტეტის” მკვლელობაში ოთხი ეჭვმიტანილიდან მეორე დააკავეს

სოხუმში ორი “კრიმინალური ავტორიტეტის” მკვლელობაში ოთხი ეჭვმიტანილიდან მეორე დააკავეს

29/05/2020 18:13:31 კონფლიქტები

აფხაზური დე ფაქტო უშიშროებისა და შს სამინისტროს ძალებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად დღეს სოხუმში ე.წ. “სან რემოს” საქმესთან დაკავშირებით ძებნილი ოთხი პირიდან ერთ-ერთი – ერიკ ჭკადუა დააკავეს.

საქმე, რომელიც 2019 წლის 22 ნოემბერს აღიძრა, სოხუმის სანაპიროზე მდებარე რესტორან “სან რემოში” მომხდარ სამმაგ მკვლელობას ეხება. რამდენიმე შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა რესტორანში მყოფი ორი “კრიმინალური ავტორიტეტი” – ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა სასიკვდილოდ დაჭრა, ოფიციანტი ქალი კი, რომელიც იმ მომენტში ადგილზე აღმოჩნდა, მძიმედ დაიჭრა და მიღებული ჭრილობების შედეგად რამდენიმე დღეში კლინიკაში გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: სოხუმის სანაპიროზე “კანონიერი ქურდების” მკვლელობაში ეჭვმიტანილი დღეს დაკავებისას დაჭრეს

სოხუმის სამმაგი მკვლელობა და “ქურდების” ახლობლების მუქარა ხაჯიმბას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S