ბერლინი საქართველოში მიმდინარე „ბორდერიზაციაზე" პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებს, "თავი შეიკავონ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ახალი ნაბიჯებისგან"

29-05-2020 22:14:38 საგარეო პოლიტიკა

ოფიციალური ბერლინი საქართველოში მიმდინარე „ბორდერიზაციის" პროცესს დესტაბილიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

„საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტს მტკიცედ ვუჭერთ მხარს. მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებით პასუხისმგებელ პირებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ახალი ნაბიჯებისგან“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები