„კანონიერი ქურდის“ ახლობლების პროტესტი: „შემდეგი იქნება რადიკალური"

01-06-2020 13:49:43 სამართალი

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, მეტსახელად „ლავასოღლის“ ახლობლები ბათუმში აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს იუსტიციის სამინტროს, დროულად დაუკავშირდეს თურქულ მხარეს და ექსტრადირების ან გათავისუფლების პროცესი დაიწყოს.

„გვაინტერესებს პირადად ქალბატონ წულუკიანს აქვს თუ არა თურქ კოლეგებთან კომუნიკაცია?! ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდეს თურქეთის მხარეს, თურქული მხარე საქართველოს აბრალებს, საქართველო თურქეთს, - ეს ადამიანები კი გაურკვევლობაში ვართ. ამდენი ხალხი ტყუილად არ გამოსულა, ვითხოვთ გათავისუფლებას ან ექსტრადირებას",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეების თქმით, მინდია გორაძის საქმე თურქეთისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების პრეროგატივაა და დროული რეგირება უნდა მოახდინონ.

„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და შემდეგი იქნება რადიკალური",– აცხადებენ დემონსტრანტები.

ცნობისთვის: აქციის მონაწილეები მანამდე თურქეთის საკონსულოსთან იმყოფებოდნენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მინდია გორაძე თურქეთის საპატიმროში გაუსაძლის პირობებში იმყოფება და ჯანმრთელობა დაუმძიმდა.

იხილეთ ასევე: ვინაა „ლავასოღლის“ კონკურენტი აჭარაში და ახალი დაპირისპირების მოლოდინი კლანების გაერთიანების ფონზე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები