Accentnews.ge
“ჯერ-ჯერობით უკრაინისა და საქართველოს ლიდერებთან დიალოგის პოზიტიურ დინამიკაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს”

“ჯერ-ჯერობით უკრაინისა და საქართველოს ლიდერებთან დიალოგის პოზიტიურ დინამიკაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს”

01/06/2020 12:08:33 საგარეო პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოსკოვში, “გამარჯვების აღლუმზე” უკრაინისა და საქართველოს ლიდერების მიწვევის საკითხზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ “ჯერ-ჯერობით ამ ქვეყნების ლიდერებთან დიალოგის პოზიტიურ დინამიკაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს”.

მისივე თქმით, “პრეზიდენტი პუტინი უკრაინელ და ქართველ ხალხებს გამარჯვების დღეს ყოველწლიურად ულოცავს”.

"სამწუხაროდ, გარკვეული კონტაქტების არსებობის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით უმაღლეს დონეზე დიალოგის განვითარების პოზიტიური დინამიკით ვერ დავიკვეხნით. ეს დინამიკა უპირველესად, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ასრულებენ ქვეყნების ლიდერები თავის დაპირებებსა და ნაკისრ ვალდებულებებს ", – განაცხადა პესკოვმა ტელეარხ "Россия 24"-ის ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის: დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო, ამჯერად 24 ივნისისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S