უდუმაშვილის თქმით, ენმ პრემიერად გიორგი ვაშაძეს კანდიდატურას არ განიხილავს

01-06-2020 16:06:49 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ენმ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს არც არასდროს განიხილავდა და არც მომავალში გეგმავს განხილვას.

„სხვა პარტიები თავისი სახელით ისაუბრებენ ამ თემაზე. მე შემიძლია გითხრათ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით, რომ “ნაციონალურ მოძროაბაში” გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები