გახარია – ფაშინიანს: „ვიმედოვნებ, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით“

01-06-2020 19:34:10 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ თავის სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა,– ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრეს–სამსახური ავრცელებს.

„ძვირფასო ნიკოლ, მინდა, მოგილოცოთ დაბადების დღე და გისურვოთ ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო. წარმატებები თქვენს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და რთულ საქმეში. ვსარგებლობ შემთხვევით და ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო კავშირები და ურთიერთობა, რომელიც ტრადიცულ მეგობრობასა და ურთიერთგაგებას ემყარება, კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით“, - ნათქვამია გიორგი გახარიას მისალოც წერილში.

ამასთან, საქართველოს პრემიერი გამოთქვამს მზაობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ, გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ყველაფერს საუკეთესოს“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის ოთხ წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ფაშინიანს დღეს 45 წელი შეუსრულდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები