„პარტიული, რადიკალური განცხადებები ერთობას აზიანებს“

02-06-2020 12:35:09 პოლიტიკა

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძ ის განცხადებით, მოსახლეობას ოპოზიციის ერთიანობისა და ურღვეობის იმედი აქვს, გარკვეული პარტიული, რადიკალური განცხადებები კი ამ ერთობას ხალხის თვალში აზიანებს.

„ძალა ერთობაშია“ ეს ძალიან დიდ შინაარს ნიშნავს. მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს, ან რომელიმე პარტიას, არამედ მთავარი არის ის - რა სჭირდება დღეს საქართველოს. მე ახლა სასწრაფოდ ჩამოვედი რეგიონიდან, სადაც ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა, რომელთაც #1 პრობლემა აქვთ გაჭირვება, შიმშილი და ის, თუ როგორ გამოკვებონ ოჯახი. მაგრამ რისი იმედიც მათ აქვთ ეს არის, ჩვენი ერთიანობა, ურღვეობა და ერთიან ბრძოლის ფრონტი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში აზიანებს ამ ერთობას. პირდაპირ გეუბნებით, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვებ ერთიანობის დარღვევას. იმიტომ, რომ გამარჯვება არის ერთიანობაში, ძალა არის ერთიანობაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მას საკუთარი კანდიდატურა გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში არ დაუყენებია.

"რაც შეეხება პრემიერობის, საკითხს ძალიან გამიკვირდა გუშინ რომ ამაზე იყო საუბარი. ერთის მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ მოვისმინე რადიკალური განცხადებები. მე ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე. ეს იყო გარკვეული ადამიანების მოსაზრებები, რომლებმაც გამოთქვეს აზრი ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ყველას მინდა ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერცერთ შემთხვევაში დისონანსს ვერ შეიტანს ჩვენს ერთიანობაში. საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ერთად დგომაში და ძალაში, რომელიც ჩვენ უნდა გავაერთიანოთ და ერთიანი გზით წავიდეთ.

ვფიქრობ, „ძალა ერთობაშიას“ პოლიტიკურ ჯგუფს აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატიც და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც იმიტომ, რომ ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებსაც. ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს და ამას ყველა დასავლური საარჩევნო კამპანია გვიჩვენებს.

ყველაფერი ძალიან სწორად მიდის. ამ გაერთიანების ჩამოყალიბების დღიდან გეგმაზომიერად და სტრატეგიულად ვმუშაობთ. ყველას ვთხოვ ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში. ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ჩვენს მტერს უნდა. ძალა ერთობაშია და აუცილებლად ამ ერთიანი ძალებით ჩვენ გავიმარჯვებთ იმ უბედურებაზე რაც ქვეყანაში ხდება“,– განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის: ენმ–ში 1 ივნისს განაცხადეს, რომ პრემიერად ვაშაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ. .

ახალი ამბები

სხვა სიახლეები