„კანონიერი ქურდის“ ექსტრადიციისა ან გათავისუფლების მოთხოვნით ახლობლებმა აჭარის პროკურატურასთან კარვები გაშალეს

02-06-2020 16:27:28 სამართალი

მეორე დღეა, ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის მეტსახელად „ლავასოღლის“ ახლობლები ბათუმში აქციას მართავენ. აქციის 15-მდე მონაწილემ აჭარის პროკურატურის შენობის წინ კარვები გაშალა და შიმშილობა დაიწყო. ისინი "ლავასოღლის" თურქეთიდან ექსტრადიციას ან გათავისუფლებას მოითხოვენ.

ახლობლების განცხადებით, მინდია გორაძე თურქულ საპატიმროში არაადამიანურ პირობებშია და მას ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაუმძიმდა.

აქცია ინცინდენტების გარეშე მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

ცნობისთვის: გუშინ ე.წ. კანონიერი ქურდის ახლობლებმა აქცია თურქეთის საკონსულოსთანაც გამართეს.

იხილეთ ასევე: ვინაა „ლავასოღლის“ კონკურენტი აჭარაში და ახალი დაპირისპირების მოლოდინი კლანების გაერთიანების ფონზე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები