Accentnews.ge
ესტონეთის საგარეო დაზვერვა: "ქართული მარშის" ზოგიერთ ლიდერს რუსეთთან კავშირები აქვს"

ესტონეთის საგარეო დაზვერვა: "ქართული მარშის" ზოგიერთ ლიდერს რუსეთთან კავშირები აქვს"

02/06/2020 13:07:51 საგარეო პოლიტიკა

ესტონეთის საგარეო დაზვერვამ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საქართველო და რუსეთიცაა ნახსენები.

დოკუმენტში მცოცავ ოკუპაციის გარდა, საქართველოში რუსეთის რბილ ძალაზეც არის საუბარი. ამ კონტექსტში ნახსენებია ევგენი პრიმაკოვის ქართულ-რუსული ცენტრი:

"საქარველოში პრიმაკოვის ცენტრი ორგანიზებას უწევს რუსული ენის კურსებს, აცნობს რუსულ კულტურას და ისტორიას, აწყობს კონფერენციებსა და სემინარებს. მათი რეალური მიზანი რუსული პოლიტიკური და ეკონომიკური ამბიციების მხარდაჭერაა. ამასობაში, რუსეთი დეკემბერში გეგმავდა, გაეხსნა რუსული გავლენების საქმიანობისთვის სხვა ცენტრი გაეხსნა - "რუსკი მირის კულტურული ცენტრი"."რუსკი მირის ფონდი", ამ ერთი შეხედვით "უცოდველი" აქტივობებით ასევე შეიქმნა და მუშაობს რუსული გავლენების სასარგებლოდ".

ესტონეთის საგარეო დაზვერვა მიუთითებს ქართულ მარშზეც, რომელიც "ქართული ღირებულებების დაცვის მოტივით, დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება" და წერს, რომ "მის ზოგიერთ ლიდერს რუსეთთან კავშირები აქვს":

"გასულ წლებში საქართველოში ასევე გამოიკვეთა ე.წ ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდის მნიშვნელოვანი ზრდა. "ქართული მარში", 2017 წლის ექსტრემისტული მოძრაობების ქოლგა ორგანიზაცია ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი ამოცანაა, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლური ღირებულებების გავრცელებას ქართულ საზოგადოებაში, ეს კი, დიდი ალბათობით, საფრთხეს უქმნის ქართულ საზოგადოებას. ეს აგრესიული მოძრაობაა, რომელიც არ ერიდება ოპონენტებზე ფიზიკურ თავდასხმებს. მისი მიზანია, ხელი შეუშალოს ხალხის მხარდაჭერას საქართველოს ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ - პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელიც 15 წელია, მიღწეულია - ისევე, როგორც შექმნას შიდაპოლიტიკურ დაძაბულობა და კონფლიქტი ქართულ საზოგადოებასთან. "ქართული მარშის" ლიდერებს შორის არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ კავშირები რუსეთთან და მის გავლენიან აქტორებთან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S