თურქეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

02-06-2020 18:08:03 პოლიტიკა

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განმარტავს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად აუცილებელია მიზნობრივი ვიზის აღება.

„თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -USHAŞ მიერ გაცემული ნებართვის მიღების შემდეგ, საჭიროა, რომ აიღონ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზა, რისთვისაც უნდა მიმართონ თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურს ან ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს“, – აღნიშნულია თურქეთში საქართველოს საელჩოს „ფეისბუქ"–გვერდზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები