Accentnews.ge
ე.წ. კანონიერი ქურდის ახლობლები იუსტიციის მინისტრს ვადას 15:00 სთ-მდე აძლევენ

ე.წ. კანონიერი ქურდის ახლობლები იუსტიციის მინისტრს ვადას 15:00 სთ-მდე აძლევენ

03/06/2020 05:56:01 სამართალი

მესამე დღეა, ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის მეტსახელად „ლავასოღლის“ ახლობლები ბათუმში აქციას მართავენ. დემონსტრანტები"ლავასოღლის" თურქეთიდან ექსტრადიციას ან გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ვადას დღეს 15:00 სთ–მდე აძლევენ, რათა მინდია გორაძის თურქეთის საპატიმროდან ექსტრადირება მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სარფის საბაჟო - გამშვები პუნქტის პიკეტირებას მოახდენენ.

ბათუმში იუსტიციის სახლის შენობასთან მინდია გორაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, უკვე ორი დღეა, კარავი აქვთ გაშლილი. პროტესტის ნიშნად 15 პირი კი შიმშილობს. ახლობლების განცხადებით, „ლავასოღლი“ თურქულ საპატიმროში არაადამიანურ პირობებშია და მას ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაუმძიმდა.

იხილეთ ასევე: ვინაა „ლავასოღლის“ კონკურენტი აჭარაში და ახალი დაპირისპირების მოლოდინი კლანების გაერთიანების ფონზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S