
ბათუმში "ლავასოღლის" 4–მა ახლობელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
03/06/2020 12:18:41 სამართალი, რეგიონები
ბათუმში ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის მეტსახელად „ლავასოღლის“ ოთხმა ახლობელმა პირი ამოიკერა. დღეს გორაძის ახლობლებმა მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს. მათი თქმით, ისინი სარფის საბაჟო - გამშვები პუნქტის ჩაკეტვას გეგმავენ და იუსტიციის სამინისტროს მინდია გორაძის ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ერთდღიან ვადას აძლევენ.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
ბათუმში იუსტიციის სახლის შენობასთან მინდია გორაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, უკვე ორი დღეა, კარავი აქვთ გაშლილი. პროტესტის ნიშნად 15 პირი კი შიმშილობს. ახლობლების განცხადებით, „ლავასოღლი“ თურქულ საპატიმროში არაადამიანურ პირობებშია და მას ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაუმძიმდა.
იხილეთ ასევე: ვინაა „ლავასოღლის“ კონკურენტი აჭარაში და ახალი დაპირისპირების მოლოდინი კლანების გაერთიანების ფონზე