მედია: ვინ შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატებად

03-06-2020 20:56:36 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საარჩევნო სიას თავად წერს და დაახლოებით, ერთ კვირაში წარადგენს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“ და იმ სამაჟორიტარო ოლქებსაც ასახელებს, სადაც მისი ცნობით, კანდიდატები იკვე შერჩეულია. კერძოდ, მედიასაშუალების თანახმად, კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ სახელით კენჭს აღარ იყრის და მისი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ გოგი მეშველიანი იქნება; ქუთაისში კენჭს გუბერნატორი ზვიად შალამბერიძეს იყრის; ჭიათურა, საჩხერე, ხარაგაულში კი – საჩხერის მოქმედი მაჟორიტარი პაატა კვიჟინაძე; რაჭა-ლეჩხუმში – გოჩა ენუქიძე; თელავში – ირაკლი ქადაგიშვილი; ახმეტის ოლქში – დავით სონღულაშვილი; მცხეთა-მთიანეთში – დიმიტრი ხუნდაძე.

განახლება

კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ საკითხი ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაა.

„ზუსტად არ ვიცი. მე რომ კენჭს ვიყრი, ეგ ვიცი. „ქართული ოცნება" თუ არ მთხოვს, „ჩვენ წარგადგენთო“, კარგად იყვნენ – კენჭს დამოუკიდებლად ვიყრი. „ქართული ოცნება“ წარმადგენდა თუ არა, მაინც დამოუკიდებელი ვიყავი. იყო საკითხები, როდესაც ჩემს პრინციპულ პოზიციას ვაფიქსირებდი. უმრავლესობის წევრი ვიყავი, მაგრამ არა პარტიული და ამ ჩემს პრინციპულ პოზიციას ნამდვილად ვერ დავკარგავ, მირჩევნია, პარლამენტში არ ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, მოვიგებ.

2003 წელს არჩევნებში გავმარჯვე როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა. მაშინ მოვუგე გენპროკურორის მოადგილეს. ამდენად, ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი არ არის“,– განუცხადა „აქცენტს“ კახა ოქრიაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები