მალხაზ მაჩალიკაშვილი: „ამის გადაწყვეტა მიჭირს“

03-06-2020 23:28:39 პოლიტიკა

პანკისში მოკლული ახალგაზრდის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში წასვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ამის გადაწყვეტა მიჭირს“,– აღნიშნავს მაჩალიკაშვილი.

მისი თქმით, თხოვნა პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე მოქალაქეების მხრიდან იყო, იყო შეთავაზება პლიტიკოსებისგანაც, თუმცა ოპოზიციის გაერთიანების შემდეგ მათთან ამ თემაზე კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ძალიან ბევრი თხოვნაა. მიკავშირდებიან საქართველოდან, ევროპიდან, ამერიკიდან – ყველა მხრიდან, რომ მე უნდა შევიდე პარლამენტში, ჩემი ჩარევით შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია [თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე]. მეორეც, მე არაფერში მჭირდება სიმდიდრე, სიამოვნება, არც არაფერი. მე ერთი თემირლანი მყავდა და მას არავინ დამიბრუნებს. მის საპატივცემულოდ თუ შევძელი რამის გაკეთება, მინდა, უსამართლობით დაჩაგრულებს მივხედო. არიან ადამიანები, რომლებსაც სამართალი სჭირდებათ და მე ამისთვის უკან დამხევი არ ვარ“,– განაცხადა მაჩალიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

კითხვაზე, დამოუკიდებლად კენჭისყრაზე იფიქრებდა თუ პარტიულ თანამშრომლობაზე, მაჩალიკაშილმა უპასუხა:

„დიახ, მიფიქრია: დამოუკიდებლად ვიყრიდი კენჭს, მაგრამ მოვითხვდი, რომ პროპორციულ სიაშიც ჩამსვან“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები