Accentnews.ge
წულუკიანის ინფორმაციით, სამთავრობო გუნდში ცვლილებები არჩევნების დასრულებამდე არ იგეგმება

წულუკიანის ინფორმაციით, სამთავრობო გუნდში ცვლილებები არჩევნების დასრულებამდე არ იგეგმება

04/06/2020 08:07:41 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ სამთავრობო გუნდში არჩევნების დასრულებამდე ცვლილებები არ იგეგმება.

„არავინ არსად მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ. და ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, უვიზო რეჟიმი როგორც მოვიტანეთ, მოიტანს ქვეყნისთვის უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაცია გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ მედიაში 3 ივნისს გავრცელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S