Accentnews.ge
ეკატერინე ტიკარაძე: "პარლამენტში აუცილებლად მივალ"

ეკატერინე ტიკარაძე: "პარლამენტში აუცილებლად მივალ"

04/06/2020 08:12:11 პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში მისვლას გეგმავს, თუმცა როგორც მინისტრი ამბობს, ეს ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხებით.

„პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული, შედეგობრივი პასუხებით და არა - პოლიტიკური შოუ“, - განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

რაც შეეხება მინისტრის მიერ რეგლამენტის დარღვევაზე ოპოზიციის ბრალდებას, ჯანდაცვის მინისტრმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა:

„არამხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ როგორც მოქალაქე, ვარ პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი მოქალაქე, გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S