Accentnews.ge
ტიკარაძე: "ჯანდაცვის სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა"

ტიკარაძე: "ჯანდაცვის სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა"

04/06/2020 08:23:09 პოლიტიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა, რომლის გამოსწორებაზეც მთავრობა მუშაობას იწყებს.

მინისტრს არ დაუზუსტებია, რა სახის ხარვეზებზეა საუბარი.

„უფრო კორექტული იქნება, თუ ჩვენ დაველოდებით ანგარიშს და მერე უკვე ფართო საზოგადოებასთან ერთად, ვიმსჯელებთ ერთობლივად, თუ რას დაინახავს სუსტ წერტილად საზოგადოება, ისევე როგორც პარლამენტი, რომელიც ჩვენთან ერთად აქტიურად იყო ჩართული კოვიდსტრატეგიის დაგეგმარებასა და ყველა იმ ღონისძიების გატარებაში, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და ყოველივე ამის შემდეგ, ფართო განხილვის საგანი გავხადოთ ეს და ერთობლივად დავადგინოთ ის სხვა სუსტი წერტილები, რომლებიც შესაძლოა, მთავრობას ამ ეტაპისთვის არ აქვს დადგენილი. რა თქმა უნდა, გარკვეული საჭიროებები გამოვლინდა ჯანდაცვაში, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მივუდგეთ ყოველივე ამას მეტად უფრო გლობალურად, რადგან ჩვენ გვქონდეს სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პირობებში ის შეძლებს, გასცეს შესაფერისი პასუხი ყველანაირ გამოწვევას. მე ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემას.

მე უბრალოდ ვიგულისხმე ის, რომ ჯანდაცვის სისტემაში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S