Accentnews.ge
ვაშაძე ოპოზიციონერ კოლეგებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ვაშაძე ოპოზიციონერ კოლეგებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

04/06/2020 08:24:42 პოლიტიკა

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

როგორც ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აუცილებელია, ოპოზიციას საერთო მაჟორიტარული კანდიდატები ჰყავდეს, განსაკუთრებით თბილისში.

„აუცილებელია მაჟორიტარების თანამშრომლობა და ამისთვის ყველამ უნდა გამოვძებნოთ საერთო ძალები და კომპრომისი. მთავარი არის ის, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის დავასრულოთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა ამ ქვეყანაში. გამარჯვების გზა არის თანამშრომლობაში, ერთიანობაში და კოალიციაში. უახლოეს პერიოდში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით და საზოგადოებას კონსოლიდირებული პოზიცია ვაჩვენოთ. როგორც ვიცი, ძირითადი ოპოზიციური ფლანგი სწორედ ამ შეთანხმების გზით მიდის. რეგიონებში საკითხი ძალიან სპეციფიურია, ზოგიერთგან შეიძლება უკეთესი იყოს რომ რამდენიმე კანდიდატი იყოს ოპოზიციის მხრიდან, თუმცა ვფიქრობ, რომ ძირითად ქალაქებში ასევე შეთანხმება უნდა მოხდეს. პირველი ეტაპი არის თბილისთან დაკავშირებით ოპოზიციური კონსოლიდაციის ჩამოყალიბება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S