ბოკერიას თქმით, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ენმ–ში ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებულ მიდგომას გადახედეს
04/06/2020 10:29:21 პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ენმ–ის ლიდერების კომენტარებიდან ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მათ კანდიდატებთან დაკავშირებით პოზიციას გადახედეს.
ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა და გონიერება გაიმარჯვებს.
„დრო აღარ არის ბევრი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება, პირველ რიგში, თბილისში შედგეს მალე და საზოგადოებას გაეცნოს შედეგები. იქნება სრული უპასუხისმგებლობა, თუ რომლიმე ოპოზიციური პარტია, რაიმე მოტივით, მე ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებიც თავიდანვე იყო ჩართული ამ პროცესში, იმიტომ, რომ მაგალითად "ლელო" თავიდანვე სპეპტიკური იყო, ამიტომ პოზიციას არაფერი შეუცვლია ამ ვითარებაში, მაგრამ სხვები და მსხვილი ოპოზიციური პარტიები, ვინც იყვნენ ამ პროცესში ჩართლულები და ვისზეც "ევროპული საქართველოთი" დაწყებული, არის დამოკიდებული ის, რომ რისკები შევამციროთ და პირველივე ტურში მკაფიო იყოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება მშიდობიან არჩევნებში, უნდა დარჩნენ ამ შეთანხმების ერთგულნი. არ არის დასამალი ვისზეც ვსაუბრობ. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომლიდანაც აშკარად ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ გადახედვას აქვს ადგილი ამ მიდგომის - საუბარი მეორე ტურებზე, საუბარი „ვიღაცამ თუ არ მიიღო მონაწილეობა, მაშინ აზრი არ აქვს“.. იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადება დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩაშლისთვის, დიდი იმედი მაქვს ამისი, ჩვენი პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ბოკერიამ.


