Accentnews.ge
მთავრობის ანგარიში: 20 აპრილს სამუშაო ადგილებზე ყოფნის მაჩვენებელი  81%-ით იყო შემცირებული

მთავრობის ანგარიში: 20 აპრილს სამუშაო ადგილებზე ყოფნის მაჩვენებელი 81%-ით იყო შემცირებული

04/06/2020 11:25:50 პოლიტიკა

საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კორონავირუსის გამო უკვე სახლში იმყოფებოდა ყველაზე მეტი ადამიანი 20 აპრილს დაემატა. 20 აპრილს სამუშაო ადგილებზე ყოფნის მაჩვენებელი 81%-ით იყო შემცირებული,– ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

29 მარტს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც უკვე სახლში იმყოფებოდა, კიდევ 12% დაემატა, ხოლო 20 აპრილს ამ მონაცემს კიდევ 31%. 26 აპრილის მონაცემებით კი, სახლში მოყოფი მოსახლეობის რაოდენობა კიდევ 18%-ით გაიზარდა, ხოლო 16 მაისის მონაცემებით მატება მხოლოდ 8% იყო. რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, 29 მარტის მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე ყოფნა 38%-ით შემცირდა, 20 აპრილის მონაცემებით, 81%-ით იყო შემცირებული, 26 აპრილს შემცირდა 51%-ით, ხოლო 16 მაისის მონაცემებით 32%-ით. ტრანსპორტით გადაადგილების მატება მარტიდან დაიწყო და პიკს 20 აპრილს მიაღწია, როდესაც გადაადგილება 78%-ით შემცირდა. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, 16 მაისის მონაცემებით ტრანსპორტით გადაადგილება 44%-ით იყო შემცირებული. 26 აპრილის მონაცემებით -70%, ხოლო 29 მარტის მონაცემებით -53%. სასურსათო და ფარმაცევტული ობიექტებით მომსახურებაც ყველაზე მეტად 20 აპრილს შემცირდა, კერძოდ - 78%-ით, 26 აპრილის მონაცემებით შემცირება - 59% იყო, 29 მარტის მონაცემებით -36%, ხოლო 16 მაისის მონაცემით კლება მხოლოდ -27% იყო. რაც შეეხება საჯარო სივრცეებში ყოფნას და გართობას, ამავე მონაცემების მიხედვით, კლება ყველაზე მეტად 20 აპრილს ფიქსირდება -85%, მაშინ როდესაც ეს მონაცემი 29 მარტს - 67%, ხოლო 26 აპრილს - 78% იყო, 16 მაისის მონაცემებით კი - 52%. ამავე მონაცემებით, სარეკრეაციო ზინებში და პარკებში მოსახლეობის ყოფნის მაჩვენებელიც საგრძნობლად მოკლებული იყო. კერძოდ, ყველაზე მეტად ამ მაჩვენებელმა 20 აპრილს მოიკლო და 37% იყო. 29 მარტს -24%-ით კლება დაფიქსირდა. 26 აპრილს -33%, ხოლო 16 მაისს - 7%.

ამავე ანგარიშის თანახმად, „NCDC-ის COVID-19-ის რეაგირების ანალიტიკური ჯგუფის მიერ შვეიცარიის ბაზელის ინსტიტუტის შექმნილი მოდელის საქართველოს ეპიდსიტუაციასთან ადაპტირებით მიღებული ციფრები, თავის მხრივ, ადასტურებს გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას და იძლევა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ერთიან ჭრილში გაანალიზების საშუალებას“. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „წარმოდგენილი მოდელით ქვეყანაში არსებული COVID-19-ის ეპიდემიის გავრცელება ემორჩილება გატარებულ ღონისძიებებს და არის კონტროლირებადი“.

რაც შეეხება რეალური და სცენარით გათვალისწინებული შედეგების თანხვედრისა, ახალი შემთხვევების გამოვლენისა და გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობის თანაფარდობას, ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს „მიუთითებს ქვეყანაში ეპიდემიის მართვის დადებით შედეგებზე“. „კერძოდ, საგულისხმოა, რომ გამოჯანმრთელების პირველი შემთხვევა 16 მარტს დაფიქსირდა, ხოლო უკვე 1 მაისიდან აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის ყოველთვის (გარდა 14 და 26 მაისისა) აჭარბებდა ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიურ რაოდენობას, მათ შორის ყველაზე დიდი სხვაობით - 11 მაისს - 21, ხოლო 15 მაისს - 20 გამოჯანმრთელებულით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S