ბრიტანეთში საქართველოს საელჩო: „საქართველო თავის წვლილს შეიტანს გლობალური ჯანმრთელობის დღის წესრიგში“
04/06/2020 11:50:40 პოლიტიკა
საქართველო, როგორც კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითად აღიარებული ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს გლობალური ჯანმრთელობის დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთში facebook-ის გვერდზე წერს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, გაერთიანებული სამეფოს მოწვევით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობას იღებს „გლობალურ ვაქცინაციის სამიტში".
„დღეს, გაერთიანებული სამეფოს მოწვევით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობას იღებს "გლობალურ ვაქცინაციის სამიტში". საქართველო, როგორც კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითად აღიარებული ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს გლობალური ჯანმრთელობის დღის წესრიგში”, - აღნიშნულია განცხადებაში.


