შს მინისტრის მოადგილე – გარეჯზე: „პროვოკაციას არ ველოდებით“
04/06/2020 12:29:02 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილის აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დავით–გარეჯთან დაკავშირებით რაიმე სახის პროვოკაციის მოლოდინი არ არის, თუმცა თუ ტერიტორიაზე სასაზღვრო პოლიციის მობილიზება იქნება საჭირო, შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღება.
"იმ ნაწილზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეუთანხმებელი ტერიტორია. ამ ტერიტორიულ ნაწილთან დაკავშირებით კომისიის ფორმატში მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებების პროცესი სახელმწიფოებს შორის და მნიშვნელოვანია, რომ ეს სენსიტიური ინფორმაცია ამ ჭრილში იქნეს განხილული.რაც შეეხება სასაზღვრო პოლიციას, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული. შესაბამისად, თუ საჭირო იქნება მობილიზება, ამას გავაკეთებთ, თუმცა, რაიმე სახის პროვოკაციას ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ ველოდებით. ყველა საკითხი, რა ინფორმაციაც მოგვეწოდა, შესწავლილი იქნება და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება ჩვენი მხრიდან", - განუცხადა ჟურნალისტებს ცაციაშვილმა.
იხილეთ ასევე: ბაქო თბილისს აფრთხილებს: “ნებისმერი პროვოკაცია სახელმწიფო საზღვარზე მკაცრად იქნება აღკვეთილი”


