Accentnews.ge
„თუ შეთანხმება არ დგება, უნდა ვიცოდეთ, ვის გამო არ შედგა და რატომ“

„თუ შეთანხმება არ დგება, უნდა ვიცოდეთ, ვის გამო არ შედგა და რატომ“

04/06/2020 13:16:40 პოლიტიკა

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ გასული პერიოდის განმავლობაში „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში ორი საკითხი განიხილებოდა: საარჩევნო სისტემის ცვლილება; შეთანხმება მაჟორიტარულ ოლქებში და სრული კონსენსუსიც არსებობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რიტორიკა შეიცვალა. კერძოდ, ჯაფარიძის თქმით, ახალი ფორმულა, რომ მხარი ყველამ მეორე ტურში გასულ კანდიდატს დაუჭიროს, პრინციპულად სხვაა.

„თუ ამდენი ხანი იყო მნიშვნელოვანი შეთანხმება, ახლა რატომ ვსაუბრობთ, რომ მთავრია მეორე ტურში ყველამ დაუჭიროს მხარი?! არ ვიცი, ამას ვინ აკეთებს. არ მინდა, ვინმეს ხელი დავადო. ეს მეორე ფორმულა, მომგებიანია დიდი პარტიისთვის, რომელსაც აქვს იმედი, რომ პირველ ტურში ოლქების უმეტესობაში ის იქნება მეორე ადგილზე. შესაბამისად, შემდეგ დაავალდებულებს ყველა ოპოზიციურ ძალას, „მე დამიჭირეთ მხარიო“. ჩემი ინტერესია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ამბავი. ვთანხმდებით თუ არა, წერტილი უნდა დაისვას, რათა კამპანია დავიწყო იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც იქნება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თუ პარტიები მაჟორიტარების საკითხზე ვერ თანხმდებიან და ამის გამო ჩაიშალა ერთობა, ამომრჩეველს უფლება აქვს, ეს იცოდეს:

„თუ დგება შეთანხმება, კარგია, თუ არ დგება, ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, შეთანხმდება ვის გამო არ შედგა და რატომ.

თუ ვერ ვთანხმდებით მაგალითად იმაზე, ხობში ვინ უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხალხმა იცოდეს, რომ ხობში მაჟორიტარზე ვერ შეთანხმდა ეს „ფილარმონია ხალხი“, ვინც „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბება და ამის გამო ჩაიშალა ერთობა. ჩემი ამომრჩეველი ამ კითხვებს სვამს და უფლება აქვს, იცოდეს. თუ ჩენ მართლა გვჯერა, რომ პროპორციული სისტემა არის სწორი და მთავრობამ დათმო 120-30-ზე, ეს ოცდაათიც უნდა გადავათამაშოთ პროპორციული სისტემით, ბოლო კვლევების ან ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით. მინიმუმ ეს არის გასაკეთებელი და სწორი. ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, დიდმა პარტიება დათმონ, თუ გამარჯვება უნდათ, სხვა შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ განმეორდეს ის, რაც მოხდა სალომე ზურაბიშვილის არჩევნების დროს, რომ გაიყოს, აქეთ იყვნენ „ნაცები“ და იქით „ქოცები“ და კამპანია ჩაატარონ სისხლიან ხალხზე და ტერორზე, ამის ალბათობა მაღალია. შესაბამისად, რაც ნაკლები იქნება დიდი პარტიებიდან ეგეთი კანდიდატები, თუნდაც მეორე ტურში, მით მეტია გამარჯვების შანსი“, – დასძინა ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S