Accentnews.ge
კრემლის მორიგი პროპაგანდა: ცხინვალი თბილისს “ბიოტერორიზმში” ადანაშაულებს

კრემლის მორიგი პროპაგანდა: ცხინვალი თბილისს “ბიოტერორიზმში” ადანაშაულებს

04/06/2020 15:46:04 კონფლიქტები

კრემლი რიჩარდ ლუგარის სახელობის სამეცნიერო-კვევითი ცენტრის ირგვლივ პროპაგანდისტულ ისტერიას არ ეშვება და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს თბილისის მიმართ მორიგ უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებინებს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, მისმა სპეციალისტებმა ზნაურის რაიონში, «სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ზონებში რადიაციული და ქიმიურ-ბიოლოგიური დაზვერვა განახორციელეს».

“ლაბორატორიულ პირობებში შედგომი შესწავლის მიზნით აღებულია წყლის, ნიადაგის, ჰაერის, მწვანე საფარისა და სხვადასხვა მწერების სინჯები. ეს ზომები მიღებულია ბიოლოგიური საფრთხის მაღალი დონის, საქართველოში კორონავირუსის პანდემიისა და საქართველოს ტერიტორიაზე ლუგარის ცენტრის საქმიანობის შესახებ მონაცემების გამო. კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიაში ტარდება ცდები ღამურებსა და მწერებზე. აღებულ სინჯებში პათოგენური მიკროფლორის ან დაავადებების გადამტანების გამოვლენის შემთხვევაში ეს თბილისის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ბიოტერორიზმის ფორმებისა და მეთოდების გამოყენების მტკიცებულება იქნება”, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

  • ორიოდ დღის წინ ცხინვალი თბილისს “საჰაერო დაზვერვაში” ადანაშაულებდა.
  • დე ფაქტო ხელისუფლებამ ასევე დაადანაშაულა თბილისი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია «სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასა” და “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისგან ბიოლოგიური მასალის აღების” მცდელობაში.
  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ეს წმინდა წყლის დეზინფორმაციაა: «არ განხორციელებულა არანაირი სინჯების აღება და ამის გაკეთება არც სამომავლოდ იგეგმება. ჩვენი მისია სადაკმვირვებლოა და დაკვირვებებს ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს, მათ შორის – პანდემიის პერიოდშიც».
  • 2011 წელს თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი სამეცნიერო ცენტრის გახსნის დღიდან დღემდე რუსულ მედიაში აქტიურად მუსირებს დეზინფორმაცია ამ ლაბორატორიაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის მზადების, ასევე საშიში ვირუსების შტამების გამოყვანის თაობაზე. ანალოგიურ ეჭვებს პერიოდულად, მათ შორის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად გამოთქვამენ რუსეთის ოფიციალური პირებიც.
  • 2018 წლის ბოლოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოწვევით ლუგარის ლაბორატორიას 17 ქვეყნის წარმომადგენელი ექსპერტები ეწვივნენ. მათ მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ცენტრი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით მოქმედებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S